სიახლე 

ფოთის იუსტიციის სახლში c ჰეპატიტზე უფასო სკრინინგი უკვე ათასმა მოქალაქემ ჩაიტარა 20 12 18


ფოთის იუსტიციის სახლში, C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგი უკვე ათასმა მოქალაქემ ჩაიტარა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მუდმივად ფართოვდება. სკრინინგის ჩატარება სამედიცინო დაწესებულებების გარდა, უკვე იუსტიციის სახლებშიცაა შესაძლებელი. იუსტიციის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგის კუთხე ფოთის იუსტიციის სახლში მოეწყო. ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს სხვა სერვისების პარალელურად, გაიგოს თავისი სტატუსი C ჰეპატიტთან დაკავშირებით. როგორც, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფოთის განყოფილების უფროსიმა აღნიშნა, სიახლეებია დაფინანსების კუთხითაც, პროგრამის ფარგლებში სრულად ფინანსდება პირველი-კონფირმაციული ტესტი და გენოტიპირების ანალიზი. პაციენტის მაქსიმალური ხარჯი 160 ლარს არ აღემატება. ხოლო, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვისა და ვეტერანებისთვის 70%-იანი თანადაფინანსების სისტემა მოქმედებს.

მსგავსი სტატიები