სიახლე 

ფოთში მწერლის რევაზ ინანიშვილის საღამო გაიმართა 20 12 18


დღეს, ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანების დარბაზში ქართველი მწერლის, რევაზ ინანიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო – “ტკივილი მონატრებისა” გაიმართა. სკოლის მოსწავლეებმა, მწერლის მოთხრობები წაიკითხეს. ღონისძიება, ლიტერატურული სალონის “გულის სამელნე”-სა და მეორე სკოლასთან არსებული ლიტერატურული სალონის „ფერადი სტროფების სამყაროს“ ერთობლივი მუშაობით ჩატარდა. როგორც მეორე საჯარო სკოლის პედაგოგმა თქვა, საღამოს, მიზანია, ახალი თაობის წარმომადგენელებს, მწერლის შემოქმედება და ბიოგრაფია გააცნონ. რევაზ ინანიშვილი 1926 წლის 20 დეკემბერს, საგარეჯოს სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. მისი პირველი კრებული „პირველი მოთხრობები“ – 1953 წელს გამოიცა. რევაზ ინანიშვილი 1991 წლის 26 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალულია. აღსანიშნავია, რომ საბიბლიოთეკო გაერთიანება, სკოლის მოსწავლეებთან ერთდ სისტემატურად ატარებს მსგავს ღონისძიებებს.

მსგავსი სტატიები