სიახლე 

ფოთის ახალგაზრდული საბჭო ინგლისური ენის შემსწავლელ უფასო კურსებს ხსნის 17 01 19


ფოთის ახალგაზრდული საბჭო, რომელიც 2013 წლიდან არსებობს, მორიგი აქტივობისთვის ემზადება. ორგანიზაცია, ინგლისური ცოდნის გასაღრმავებლად, უფასო სამთვიანი კურსებისთვის 14-დან 30 წლამდე მსურველთა რეგიტრაციას იწყებს. სწავლება კი 3 თებერვლიდან დაიწყება. კურსანტები, ინგლისურად მეტყველების დასახვეწად და სმენის უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად, სწავლების პროცესში გაეცნობიან, ინგლისელი კლასიკოსების ნაწარმოებებს. პროგრამაში შედის ინგლისურ ენაზე ფილმების ჩვენებაა, ასევე შეცდომების გასწორება, რომელსაც უცხოელები ინგლისური ენის შესწავლისას უშვებენ. ფოთის ახლაგაზრდული საბჭო შვედეთის ქალაქ ოსტამარის წარმომადგენლების მხარდამჭერით დაარსდა. ქალაქთან აქტიური თანამშრომლობით კი, ოცამდე ღონისძიება და პროექტი განახორციელეს. ორწლიანი პაუზის შემდეგ, ორგანიზაცია ახალი გუნდის ჩამოყალიბების პროცესშია.

მსგავსი სტატიები