სიახლე 

ნარჩენების მართვის პროექტის განხილვა 17 01 19


2019 წლის 16-17 იანვარს, საკონსულტაციო შეხვედრა, სპეციფიკური ნარჩენების მართვაში ჩართული კერძო კომპანიების, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, დონორების და სამოქალაქო სექტორის 150-ზე მეტ წარმომადგენელთან გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას, დაქვემდებარებული სპეციფიკური ნარჩენების მართვის, ტექნიკური რეგლამენტების პროექტების წარდგენას და განხილვას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის წარმომადგენლებმა, ხაზი გაუსვეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მნიშვნელობას, სპეციფიკური ნარჩენების ეფექტურ მართვაში. თითოელი საკითხის გარშემო გაიმართა დისკუსია, გამოითქვა შენიშვნები და რეკომენდაციები. ზემოაღნიშნული შეხვედრები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა.

მსგავსი სტატიები