სიახლე 

სპექტაკლი “ფიროსმანი” ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 18 01 19


„ფიროსმანი“, ასე ქვია თოჯინურ სპექტაკლს, რომელიც ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა, ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დღეს მაყურებელის წინაშე წარადგინა. თოჯინების სპექტაქლი აქციის ფარგლებში ,,თეატრი მოდის თქვეთან” ჩატარდა. სპექტაკლის რეჟისორია ელენე მაცხონაშვილი; თოჯინების მხატვარი – ვახო ქორიძე, ხოლო სცენოგრაფი – გურამ მაცხონაშვილი. სპექტაკლში მსახიობები, ანა ანდღულაძე, ირაკლი კვერღელიძე, ალიკა ცეკვაშვილი და ნიკა კვარაცხელია მონაწილეობენ. თოჯინური სპექტაკლი მოზარდი და უფროსი თაობის მაყურებლებისთვისაა გათვლილი.ის ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის თავს მიეძღვნა. როგორც თეატრის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, აქციის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ორგანიზაციებში სპექტაკლის გამართვა.

მსგავსი სტატიები