სიახლე 

ფოთში საგრანტო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა 18 01 19


დღეს, ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. მერის მოადგილე, გიორგი ფარეშიშვილმა, საკრებულოს წევრებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთნ და სამოქალაქო სექტორთან შეხვედრისას, პროექტის ამოცანებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, პროექტის შექმნის წინაპირობა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის კვლევა გახდა. 3 წლიანი პროექტი ფოთისა და აბაშის მინიციპალიტეტში თვითმმართველობის მუშაობის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტი 345 ათას ევროს მიიღებს. გიორგი ფარეშიშვილის თქმით, პროექტი ასევე ითვალიწინებს ქვე გრანტების გაცემას.

მსგავსი სტატიები