სიახლე 

ფოთის საკრებულოს წევრებმა ნაბადაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს 25 01 19


ფოთის საკრებულოს წევრებმა ნაბადის უბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს. ისინი ადგილზე გაეცნენ სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის პროცესს. შეგახსენებთ, რომ ორი თვის წინ, ძლიერი ქარის შედეგად ქალაქში საცხოვრებელი სახლები და ობიექტები დაზიანდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, 17 საცხოვრებელი სახლი, ახალი სახურავით დაიფარება, ხოლო ხუთ შენობაზე არსებული საფარი ნაწილობრივ შეიცვლება. საკრებულოს წევრებმა ნაბადის უბანში მდებარე მე-11 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებაც მოინახულეს, სადაც გადახურვის სამუშაოები თანამედროვე ევროპული ხარისხის მასალებით მიმდინარეობს.ბაღის დირექტორის თქმით, სახურავის პრობლემა მათ წლებია აწუხებდათ და სტიქიამ შენობის საფარი უფრო მეტად დააზიანა. მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლებისა და ობიექტების სახურავების რეაბილიტაციას 5 ადგილობრივი სამშენებლო კომპანია ახორციელებს.აღნიშნულთან დაკავშირებით ცენტრალური ბიუჯეტიდან მილიონი ლარია გამოყოფილი.

მსგავსი სტატიები