სიახლე 

ფოთის საჭადრაკო კლუბში, საკვალიფიკაციო ტურნირი დასრულდა 28 01 19


26-27 იანვარს ფოთის საჭადრაკო კლუბში ჩატარდა საკვალიფიკაციო ტურნირები მე-4 და მე-5 მოზარდთა კატეგორიებზე. ტურნირში მონაწილეობდა სამეგრელოსა და გურიის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 60-მდე მოჭადრაკე. ტურნირი გაიმართა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცათ მედლები და დიპლომები. პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეები დამატებით დაჯილდოვდნენ თასებით. საბოლოო შედეგები: IV კატეგორიაზე: I – ლუკა მახარაძე, II – იოსებ შამათავა, III – თამარ ასათიანი. V კატეგორიაზე: I – ნიკა კემულარია, II – ნიკოლოზ ბარამიძე, III – ავთანდილ სალაყაია. 17 მოჭადრაკემ შეასრულა V მოზარდთა კატეგორიის 1 ბალი, ხოლო 3 მოჭადრაკემ კი IV მოზარდთა კატეგორიის 1 ბალი.

მსგავსი სტატიები