სიახლე 

ფოთში ოპოზიციამ სტადიონის მშენებლობის გაჭიანურება გააპროტესტა 28 01 19


ფოთში, ოპოზიციამ ცენტრალური სტადიონის მშენებლობის გაჭიანურება გააპროტესტა. „ნაციოალური მოძრაობის“ წარმომადგენელის განცხადებით, სტადიონის რეაბილიტაციას ბიძინა ივანიშვილის კომპანია ,,ელიტა ბურჯი“ ახორციელებს. მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზით, აღნიშნულ კომპანიას ხელისუფლება მფარველობს და თანხები არამიზნობრივად იხარჯება. ფოთის მერიაში ,,ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს არ ეთანხმებიან. როგორც საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოადგილე, ვასილ თოდუა აცხადებს, „ელიტა ბურჯი“ ამ საკითხის გადაწყვეტას სერიოზულად შეუდგა და სტადიონზე მიმდინარე სამუშაოები დათქმულ ვადაში დასრულდება. ცნობისათვის, სტადიონის მშენებლობა დაახლოებით 7 წლის წინ დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩაიაშალა. კონტრაქტორმა ფირმებმა ავანსის სახით თანხა აიღეს , თუმცა ტენდერით დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულეს. ამჯერად, ქალაქის სტადიონის მშენებლობას, რიგით მესამე კომპანია ასრულებს.

მსგავსი სტატიები