სიახლე 

ფოთელმა მოჭადრაკემ, დიანა ლომაიამ პირველი ადგილი მოიპოვა 28 01 19


თბილისის, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, ალექსანდრე ბოკუჩავას თასის გათამაშება 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის დასრულდა. სადაც ფოთელი მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ. 7 შესაძლებლობიდან 6,5 ქულით პირველი ადგილი დიანა ლომაიამ დაიკავა. მე-3 საპრიზო ადგილი კი ელენე წოწონავას ერგო. როგორც, ფოთის საჭადრაკო სკოლაში აღნიშნეს, დიანა ლომაიამ, ბრწყინვალედ იასპარეზა და ამ გამარჯვებით 16 წლამდე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე, საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობაში ადგილი მოიპოვა.

მსგავსი სტატიები