სიახლე 

,,შენების მოძრაობის” ბრიფინგი ფოთში 04 02 19


„შენების მოძრაობის“ წარმომადგენელმა ფოთის საკრებულოში, მაია ჩხარტიშვილმა ბრიფინგი გამართა. მან ქალაქის რეკრეაციული ზონის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა გააპროტესტა. საუბარია კუნძულის სანაპიროზე 10 ათ. 807 კვ.მ ფართობზე. მაია ჩხარტიშვილის მტკიცებით, ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას. მისი განცხადებით, ეკონომიკის სამინიტრო გეგმავს აღნიშნული მიწის ნაკვეთი, სწორედ იმ ფირმას გადასცეს, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს და მის გარემოცვას ეკუთვნის. ჩხარტიშვილის ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე თევზის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება,რაც ქალაქის ცენტრში დამატებით ეკოლოგიურ პრობლემებს შექმნის. მან შესაბამის უწყებებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა. ფოთის მერიაში აცხადებენ რომ აღნიშნულ კომპანიას ამ ეტაპზე მიწის გადაცემაზე უარი ეთქვა, რადგან მან შესაბამისი საბუთები ვერ წარმოადგინა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურში, ოპოზიციის ბრალდებას დეზინფორმაცია უწოდეს.

მსგავსი სტატიები