სიახლე 

ფოთში კანალიზაციის პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს 04 02 19


ფოთში, წყალარინების ქსელის პროექტის მიმდინარეობას საკრებულოს წარმომადგენლები გაეცნენ.როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, სამუშაოები საკმაოდ ნელი ტემპით ხორციელდება, მის თქმით ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, ტენდერში გამაჯვებული კომპანია დამატებით რამდენიმე ქვეკონტრაქტორი კომპანიის შემოყვანას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ფოთში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობას ჰოლანდიური კომპანია TAHAL GROUP აწარმოებს. გრუნტის დამუშავება და მილების ჩადება 2018 წლის ნოემბერში დაიწყო და 2020 წელს დასრულდება. სამუშაოები ქალაქის სამ ლოკაციაზე: ნაბადის, მალთაყვის უბნებში და მეშვიდე კილომეტრთან ერთდროულად ხორციელდება.

აღნიშნული პროექტის ღირებულება 89 943 800 ლარს შეადგენს, მას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

მსგავსი სტატიები