სიახლე 

ფოთში მე-8 დღეა მდინარეში ჩავარდნილ მოზარდს ეძებენ 05 02 19


ფოთში მერვე დღეა მდინარეში ჩავარდნილ 16 წლის მოზარდს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში როგორც რიონში, ასევე ზღვის აკვატორიაში მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მიშა ფეიქრიშვილის განაცხადებით, გარდა ცოცხალი ძალისა, პროცესში ჩართულია ტექნიკაც, მათ შორის ნავები და სკუტერები, რომლითაც ხდება მდინარესა და ზღვის სანაპიროზე პატრულირება. მუშაობას განაგრძობს საგანგებო შტაბი, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან ერთად, ყველა შესაბამისი უწყებაა გაერთიანებული.გარდა ამისა ადგილზე რჩება 30-მდე მაშველი , მათ შორის არიან მყვინთავები თბილისიდან და ბათუმიდან. სამაშველო ჯგუფებისთვის გარკვეული პირობების შექმნის მიზნით მდინარის სანაპიროზე კარვები გაიშალა.

მსგავსი სტატიები