სიახლე 

ფოთში მოქალაქეები ქაღალდის პირადობის შეცვლას უფასოდ შეძლებენ 05 02 19


იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ქაღალდის ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობის ახალი პირადობით ჩანაცვლებას ერთი თვის განმავლობაში მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას, მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ასევე, ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. როგორც იუსტიციის სახლში განაცხადეს, საარჩევნო სიების სრულყოფის მიზნით თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2 600 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა პირადობის ელექტრონული მოწმობა, აქედან – 1 470 000-მდე დოკუმენტი, უფასოდ ან შეღავათიან ფასად არის გაცემულია. დღეისათვის კი საქართველოში სულ მოქმედი 749 537 ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობაა.

მსგავსი სტატიები