სიახლე 

ფოთის “კოლხეთში” გატარებული საკადრო ცვლილებები გულშემატკივრებმა გააპროტესტეს 14 02 19



ფოთის საფეხბურთო კლუბში განხორციელებული საკადრო ცვლილებები, გულშემატკივრების ნაწილმა გააპროტესტა. მათი განცხადებით გუნდის ხელმძღვანელად და მწვრთნელად ადგილობრივი კადრები უნდა დაინიშნონ და არა ჩამოსულები. მათივე თქმით ამ საკითხების გადაჭრა ქალაქის ხელისუფლების დონეზე უნდა ხდებოდეს. ფოთის „კოლხეთის“ დირექტორის ნიკოლოზ ჯაშის განმარტებით, ყოველივე ამის უკან კონკრეტული პირები დგანან, რომლებსაც პირადი ინტერესები ამოძრავებთ. მისი თქმით გუნდის ძველმა შემადგენლობამ ვერ შესძლო სასურველი შედეგის მიღწევა და ის იძულებული გახდა საკადრო ცვლილებები გაეტარებინა. ნიკოლოზ ჯაში ფოთელებს გამჭვირბალობის მიზნით, მისი ყოველი ნაბიჯის გაკონტროლებას სთავაზობს. შეგახსენებთ, რომ „კოლხეთისთვის“ წინა სეზონი წარუმეტებელი გამოდგა და გუნდი უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა.

მსგავსი სტატიები