სიახლე 

ფოთში კუნძულის უბნის რეაბილიტაციის საკითხები განიხილეს 15 02 19


ფოთში, კუნძულის სანაპირო ზოლისა და მისასვლელი გზების რეაბილიტაციის საპროექტო წინადადება განიხილეს. პრეზენტაცია ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა. შეხვედრას მერია-საკრებულოს და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც გაირკვა დაგეგმილია კუნძულის სანაპიროზე 700 კვადრატული მეტრი ფართობის კეთილმოწყობა, კერძოდ საფეხმავლო, საავტომობილო გზებისა და ველობილიკის მოწყობა,ასევე ბულვარის, კაფეების, სათამაშო მოედნისა და ჩოგბურთის კორტების მშენებლობა.

მსგავსი სტატიები