სიახლე 

ფოთში, წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დაგვიანებული მედლები გადასცეს 15 02 19


დღეს, ფოთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელობამ, საჯარო და კერძო სკოლების უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგები და 2017-2018 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა. ღონისძიებაზე ათამდე პედაგოგსა და თხუთმეტ კურსდამთვრებულს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა სხვადასხვა ხარისხის დიპლომები და მედლები გადასცეს, მათ შორის 8 ოქროსა და 7 ვერცხლის.

ცერემონიას თეოფანე დავითაიას სახელობის N1-მა საჯარო სკოლამ უმასპინძლა.

მსგავსი სტატიები