სიახლე 

ფოთში 45 დევნილს საცხოვრებელი ფართი გადაეცემა 15 02 19


საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ფოთში, 45 დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ფართს უსასყიდლოდ მიიღებს. დევნილთა სამსახურის უფროსის, ირაკლი ლეჟავას თქმით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებზე 2014-2015 წლებში სახელმწიფოს მიერ გადაცემული ფართები, მათ სხვადასხვა მიზეზების გამო დაკანონებული არ ჰქონდათ. მისივე ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს საუბარი, რომ საცხოვრებელი ადგილი მეპატრონეებს ეტაპობრივად დაურეგისტრირდეთ.

აღსანიშნავია, რომ ფოთში 2012 წლიდან დღემდე იძულებით გადაადგილებული 3 266 ოჯახი არის დარეგისტრირებული. სახელმწიფოსაგან საცხოვრებელი ფართი 1572-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა. 235 ოჯახს კი ბინები შეუსყიდეს.

მსგავსი სტატიები