სიახლე 

ფოთში, სამეგრელო ზემო-სვანეთის ჩემპიონატი დასრულდა 20 02 19


ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო კლუბში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი 10 და 14 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის დასრულდა. ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა. მასში ფოთის, ზუგდიდის, ხობის და სენაკის მუნიციპალიტეტების 47 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ფოთელმა მოჭადრაკეებმა წარმატებით იასპარეზეს და 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. გამარჯვებულები ასევე თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

როგორც საჭადრაკო კლუბში აღნიშნეს, საპრიზო ადგილებზე გასულმა მოჭადრაკეებმა, შესაბამისი ასაკის, საქართველოს უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვეს.

მსგავსი სტატიები