სიახლე 

ფოთში, დევნილთა საბჭოს წევრებმა შეხვედრა გამართეს 20 02 19


დევნილთა საბჭოს წევრები კულტურის სახლის დარბაზში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ. შეხვედრა დევნილთათვის, ფოთში ბინათმშენებლობის აღდგენის თაობაზე გაიმართა. საუბარი იყო დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს გააქტიურების შესახებ, რათა შემდგომ, ადგილობრივ ხელისუფლებას, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, არსებული პრობლემატური საკითხების მოსაგვარებლად მიმართონ. თავის მხრივ, აფხაზეთის მთავრობის, სამეგრელო ზემო-სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, რეზო ქობალიამ, საუბრისას განაცხადა, რომ მათ მოთხოვნებს გაეცნობიან და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას გაუწევენ. შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო ზემო-სვანეთის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს და დევნილთა დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები