სიახლე 

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 26 02 19


ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილ პროექტებსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა და ცენტრის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა, გიორგი ფარეშიშვილმა ჩაატარა. როგორც აღნიშნეს, ეს პირველი მასშტაბური 18 თვიანი პროექტია, რომლის ფარგლებში გაძლიერდება და გაფართოვდება საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები.

შეხვედრას ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობების, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნრენ. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში.

მსგავსი სტატიები