სიახლე 

ოპოზიციამ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე კორუფციაში დაადანაშაულა 27 02 19


ფოთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება სახელმწიფო აუდიტის დასკვნის განხილვამ გამოიწვია, რომლის მიხედვით, ფოთის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი დარღვევები, საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი კაკულიას მერობის პერიოდს ეხება. ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარე კორუფციაში დაადანაშაულა და უმრავლესობას უნიათო უწოდა. საკრებულოს თავმჯდომარემ აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ის სარეკომენდაციო ხასიათისაა და მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს მასში მოცემული ხარვეზები რომ გამოსწორდეს. სობოლოოდ სხდომაზე აუდიტის დასკვნა ცნობად მიიღეს და ხმათა უმრავლესობით მერიას, აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა დაევალა.

მსგავსი სტატიები