სიახლე 

ფოთში, ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაეცემა 27 02 19


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 1 მარტის ჩათვლით ცვალებადი ღრუბლიანობაა მოსალოდნელი, უმნიშვნელო ნალექით. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +3° დაფიქსირდება.

28 თებერვალს ცვალებადი მიმართულების ქარი დაქროლავს 7-12 მ/წმ სიჩქარით. ასევე მოსალოდნელია ცვალებადი ღრუბლიანობა, დროგამოშვებით წვიმა, დილით უმეტესად უნალექო. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +5° +7 °; ღამით კი + 3 ° + 5 ° იქნება.

1 მარტს, დასავლეთის და აღმოსავლეთის ქარია მოსალოდნელი, რომელიც 11 მ/წმ სიჩქარით დაქროლავს. ძირითადად ღრუბლიანი, უნალექო ამინდი დაფიქსირდება, ღმით დროგამოშვებით წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6° +8°, ხოლო ღამით +5° +7° დაფიქსირდება.

მსგავსი სტატიები