სიახლე 

ფოთში, წყალარინების ქსელის მოწყობა გრძელდება 27 02 19


ფოთში, წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გრძელდება. მიმდინარე პროექტი ითვალისწინებს 145 კმ-იანი ქსელის მოწყობას, 28 ერთეული სატუმბი სადგურისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას, რისთვისაც 130 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

მხარის გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას თქმით, წყალარინების ქსელის მოწესრიგება და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. სინქრონი მოწერელიას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის, ეკატერინე გალდავას განცხადებით, საკანალიზაციო სისტემის მშენებლობას ჰოლანდიური კომპანია TAHAL GROUP აწარმოებს. უცხოურ კომპანიასთან ერთდ, სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი ქართული კომპანიებიც შეასრულებენ. ადგილზე სამუშაოების მიმდინარეობას, აზიის განვითარების ბანკის მისიასთან ერთად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია, მისი მოადგილე ირაკლი ჯიქია, ქალაქ ფოთის მერი, გოჩა კურდღელია და მერის მოადგილეები გაეცნენ. პროექტის ფარგლებში, ფოთში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს.

მსგავსი სტატიები