სიახლე 

ფოთში 7 მარტის ჩათვლით მოღრუბლული ამინდი დაფიქსირდება 4 03 19


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 7 მარტის ჩათვლით ცვალებადი მოღრუბლული ამინდი დაფიქსირდება, უმნიშვნელო ნალექით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +14° იქნება. 5 მარტს აღმოსავლეთის ქარი დაქროლავს 12მ/წმ სიჩქარით. მოსალოდნელია ცვალებადი მოღუბლულობა უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +12° +14 °; ღამით კი + 6 ° + 8 ° იქნება. 6 მარტს ცვალებადი მიმართულების ქარია მოსალოდნელი, რომელიც 12-17 მეტრი წამი სიჩქარით დაქროლავს. ძირითადად მოღრუბლული, უნალექო ამინდი დაფიქსირდება, ღამით დროგამოშვებით წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12° +14°, ხოლო ღამით +8° +10° დაფიქსირდება. 7 მარტს სამხრეთ-დასავლეთის ქარი იქროლებს 10-15 მ/ წამი სიჩქარით. მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დღისით დროგამოშვებით წვიმა, ღამით უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დღის მანძილზე აცივდება და ჰაერის ტემპერატურა დღისით +6° +8°, ხოლო ღმით +5° +7° დაფიქსირდება.

მსგავსი სტატიები