სიახლე 

საქართველოს პირველობა ჭიდაობა სამბოში ფოთელების წარმატებით დასრულდა 05 03 19


თბილისში, საქართველოს ჩემპიონატის პირველობა ჭიდაობა სამბოში ფოთელების წარმატებით დასრულდა. შეჯიბრი, ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის ჩატარდა, სადაც ჭიდაობის სპეციალიზირებული სპორტული სკოლის 15 ფოთელი სამბოისტი მონაწილეობდა. მოჭიდავეებმა ორივე ასაკობრივ ჯგუფში წარმატებით იასპარეზეს და სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ასევე, ჭაბუკებს შორის გუნდური I ადგილი დაიკავეს. საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები, ევროპის ჩემპიონატში იასპარეზებენ, რომელსაც კვიპროსი აპრილის თვეში უმასპინძლებს. სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატისთვის აქტიურად ემზადებიან.

მსგავსი სტატიები