სიახლე 

ფოთში, საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო 05 03 19


ფოთში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს. სერვისების ცენტრის გამწვანების განყოფილებამ, ქალაქის მასშტაბით ხეების დარგვის პროცესი დაიწყო. პირველი ხე ნაბადის უბანში, არსებულ სკვერში დარგეს. მათი თქმით, სამუშაოების დასრულებამდე 70-მდე პალმის, ჭაობის კვიპარისის, წყავფოთოლასა და ქაფურის ძირი დაირგვება. ქალაქის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის, გამწვანების განყოფილებაში დააანონსეს, რომ საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, ცენტრალური პარკის ირგვლივ სხვადასხვა სახეობის ხეებსა და ფერად ყვავილებს დარგავენ.

მსგავსი სტატიები