სიახლე 

ფოთის საფეხბურთო გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს

ფოთის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთი-1913“-ს ახალი მთავარი მწვრთვნელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე მომდევნო წლის განმავლობაში, 56 წლის რუსი სპეციალისტი, კონსტანტინ გალკინი იმუშავებს.ის რუსეთში წლების მანძილზე რამდენიმე გუნდს ავარჯიშებდა, მათ შორის, “ჩელიაბინსკს“, ორენბურგის “გაზოვიკს“, ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგას“ და ბოლო დროს ამავე ქალაქის “ოლიმპიეცს“. ასევე აღსანიშნავია, რომ „კოლხეთი-1913“-ის ხელმძღვანელების განცხადებით, გუნდის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი გადახალისება იგეგმება.

მსგავსი სტატიები