ფოთის ნავსადგურში ახალი ტერმინალი აშენდება
„,ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ (APM Terminals Poti) და „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმს“ (PNTC) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც ნაყარი ტვირთების ახალი ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს და 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს. სპეციალისტების განცხადებით, ტერმინალს წლიურად შეეძლება მინიმუმ 1,5 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი ტვირთის გადამუშავება და იგი საქართველოს სატრანზიტო დერეფანს ახალ სავაჭრო შესაძლებლობას შესძენს. ახალი ტერმინალის აშენება „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კუთვნილ მიწაზე, მისი ინფრასტრუქტურის გამოყენებით განიხილება.