სიახლე 

ფოთის მე-4 საჯარო სკოლაში ეკოსემინარი გაიმართა

კოლხეთის ეროვნული პარკის „ნორჩი ელჩების“ პროექტისა და მე-4 საჯარო სკოლის ეკო-კლუბ „ერუდიტის“ თანამშრომლობის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებმა გარემოსდაცვით საკითხებზე თემები წარმოადგინეს. „ნორჩმა ელჩებმა“ ეკო-კლუბის წევრებს საჩუქრად ფრინველების საკვებურები და ბუდეები გადასცეს, რომლებიც მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ხეებზე განათავსეს. პარალელურად, ბავშვებს მიეწოდათ ინფორმაცია _ რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ფრინველებს ზამთრის პერიოდში და რა შეიძლება გაკეთდეს მათ გადასარჩენად. შეგახსენებთ,ამ პროექტს, კოლხეთის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ერთწლიანია და 2018 წლის სექტემბერში დასრულდება.

მსგავსი სტატიები