სიახლე 

ფოთში, პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე აღნიშნეს 12 03 19


12 მარტს საქართველოში პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე აღინიშნება. ამ დღესთნ დაკავშირებით, ფოთელ საზოგადოებას კოლხური კულტურის მუზეუმმა დროებითი ფოტო-გამოფენა შესთავაზა, ასევე კონფერენცია გაიმართა, სადაც მსმენელის წინაშე მომხსენებლებმა დამფუძნებელი კრების ისტორიაზე ისაუბრეს. პარალელი გაავლეს პირველ არჩევნებსა და დღევანდელ არჩევნებს შორის. ერთ-ერთმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ქალები არა მხოლოდ მონაწილეობდნენ 100 წლის წინ არჩევნებში, არამედ ისინი დამფუძნებელი კრების არჩეული წევრები იყვნენ. „1919 წლის 12 მარტს, 12:00 საათსა და 12 წუთზე, დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა გაიხსნა“.

მუზეუმში გამართულ ღონისძიებას პირველი და მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგებთნ ერთად დაესწრნენ.

მსგავსი სტატიები