სიახლე 

ფოთის სკოლები ახალ პროექტში თებერვლიდან ჩაერთვებიან

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით სკოლებში ახალი პროექტი „ევრიკა“ საპილოტე რეჟიმში თებერვლის ბოლოდან ამოქმედდება.მოსწავლეებს პროფესორ- მასწავლებლები ონლაინ გაკვეთილებს 5 საგანში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში ჩაუტარებენ. ახალ პროექტში თავდაპირველად მე-9, მე-10 და მე-11 კლასები მიიღებენ მონაწილეობას, ახალი სასწავლო წლიდან კი მასში მე-7 და მე-8 კლასელებიც ჩაერთვებიან. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას განცხადებით ,ფოთის ყველა სკოლა ონლაინ გაკვეთილებისთვის ტექნიკური თვალსაზრისით მზად არის, თუმცა პირველ ეტაპზე რამდენიმე სკოლა შეირჩევა.მათი ვინაობა კი იანვრის ბოლოს გაირკვევა.

მსგავსი სტატიები