სიახლე 

ფოთში ოპოზიციამ სამშობიარო სახლში განხორციელებული ცვლილებები გააპროტესტა 14 03 19


საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, ოპოზიციამ სამშობიარო სახლში სამეანო-ნეონატოლოგიური განყოფილების გაუქმება გააპროტესტა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ, მამუკა ხორავამ და დარეჯან ცხვიტარიამ განაცხადეს, რომ ქალაქში ერთადერთი სამშობიარო სახლის დახურვა ყოვლად დაუშვებელია. მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ობიექტი კერძო საკუთრებაა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ყველანაირ ზომებს უნდა მიმართოს. ცნობისათვის, სამშობიარო სახლს ოფიციალური მონაცემებით 42 მეპატრონე ჰყავს.

მსგავსი სტატიები