სიახლე 

ფოთში ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია იწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხაიძე და შპს “საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი არჩილ ბუკია, მხარის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, წყალმარეგურილებელ ნაგებობაზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. ობიექტი შპს “საქართველოს მელიორაციის“ საკუთრებაში 2017 წლის 1 დეკემბერს გადავიდა. უწყების ინფორმაციით მდგომარეობის დეტალურმა შესწავლამ ცხადყო,რომ წყალდიდობის შემთხვევაში, ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფლების დატბორვის საშიშროება რეალურად არსებობს.მინისტრის მოადგილის განაცხადებით, უახლოეს დღეებში გამოვლენდება ტენდერში გამარჯვებული კომპანია,რომელიც რამდენიმე კვირაში სარეაბილიტაციო სმუშაოების პირველ ეტაპს განახორციელებს.ობიექტის რეაბილიტაციისთვის 1 367 815-მდე ლარი დაიხარჯება.

მსგავსი სტატიები