სიახლე 

ფოთის III საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა, თემაზე, “მოდით გავიცნოთ ევროპა” 26 03 19


„მოდით გავიცნოთ ევროპა“ – ასე უწოდეს VIბ კლასის მოსწავლეებმა ღონისძიებას, რომელიც ფოთის მესამე საჯარო სკოლაში ჩატარდა. ღონისძიების მთავარი ლოზუნგი იყო, „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი“ . მოსწავლეებმა ევრო კავშირის წევრი ქვეყნები თავისი ტრადიციებით და დროშებით სათითაოდ წარადგინეს მაყურებლის წინაშე. საქართველო კი სიმბოლურად, ევრო კავშირის წევრ ქვეყნებს შორის შეიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას წინ უძღოდა კონკურსი თემაზე – “ჩაატარე ლექცია ევროპის შესახებ”. კონკურსი -”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” პროექტის – ”100 ლექცია ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ” ფარგლებში გაიმართა, რომელიც აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა. ცნობისთვის, პროექტში საქართველოს მასშტაბით 800-ზე მეტი მასწავლებელი მონაწილეობდა. პროგრამის ფარგლებში 50 საუკეთესო ლექციის თემის ავტორი გამოვლინდა, მათ რიგებში, „ევროპა ჩემს ქალაქში – მანძილი წარსულიდან მომავლამდე“ თემის ავტორი, ფოთის მესამე საჯარო სკოლის VIბ კლასის დამრიგებელი, ნინო კაკულია მოხვდა.

პროექტის ფარგლებში, 1 აპრილს ჩატარდება ლექცია ევროკავშირის თემაზე. 15 მაისიდან კი გამართული ლექცია – ღონისძიებები შეჯამდება და 10 გამარჯვებული მასწავლებელი გამოვლინდება. გამარჯვებული პედაგოგები სტრასბურგში გაემგზავრებიან.

მსგავსი სტატიები