სიახლე 

ყოფილი ჰიდრომელიორაციული შენობის რეაბილიტაციისთვის საკონსულტაციო შეხვედრები მიმდინარეობს 26 03 19


ქალაქის ცენტრში, ყოფილი ჰიდრო მელიორაციული ტექნიკუმის შენობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ფოთის მერმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, შენობის იერსახის აღდგენისა და იქ სასწავლებლის განთავსების საკითხზე ისაუბრა. თავის მხრივ, ძეგლთა რეაბილიტაციის სამსახურის უფროსმა, ნიკოლოზ ზაზუნიშვილმა, ისტორიული მნიშვნელობის შენობის აღდგენის საკითხში, ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. სპეციალისტის თქმით, ძირითადი კონსტრუქციები შენარჩუნებულია, რომელიც საფუძვლიან კვლევას საჭიროებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, არსებული მდგომარეობა შენობის სარეაბილიტაციოდ და პროექტირებისათვის ტექნიკური დავალების შედგენის საშუალებას იძლევა.

მსგავსი სტატიები