სიახლე 

ფოთში საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადებიდან 80 წლისთავი და რეფერენდუმის დღე აღნიშნეს 31 03 19


საბიბლიოთეკო გაერთიანების დარბაზში პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერები „უახლესი ისტორიის ცენტრის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. თანამებრძოლემბა ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლისთავი და რეფერენდუმის დღე აღნიშნეს. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მკვლევარებმა, მათ მიერ გამოქვეყნებული წიგნი „79 ამბავი“ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ცხოვრების შესახებ გულშემატკივრებს გააცნეს და ეროვნული გმირის ღვაწლზე ისაუბრეს. ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა. ის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. მის სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის გაზაფხულზე აირჩიეს და 1992 წლის დასაწყისში სამხედრო გადატრიალების შედეგად ქვეყნიდან განდევნეს. საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში დაიღუპა. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, გამართულ ღონისძიებას ფოთის მერის მოადგილე, მამუკა პაპასკირი დაესწრო.

მსგავსი სტატიები