სიახლე 

ფოთს საქართველოში გაეროს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სტუმრობდა 01 04 19


ფოთს, საქართველოში გაეროს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი, ნინო ანთაძესა და ლაშა ნაკაშიძესთან ერთად ეწვია. შეხვედრის მიზანი პროექტის „მწვანე ქალაქების“ გამოცდილების გაზიარება და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის პროგრამის გაცნობა იყო. გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა, მერის მოადგილეებთან ერთად ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები კონსტანტინე თოფურია და მამუკა პაპასკირი, ასევე ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ინგა მასხულია დაესწრნენ.

მსგავსი სტატიები