სიახლე 

,,აწარმოე საქართველოში-ს” ახალი პროექტი ქუთაიში 02 04 19


კომპანია „მეიჯორელი“ ოფისს, ქ. ქუთაისში ოფიციალურად გახსნის, რაც კომპანიისთვის საქართველოში რიგით მეორე ლოკაციაა. პირველი ოფისი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების დეპარტამენტის ხელშეწყობით, თბილისში 2016 წელს გაიხსნა, სადაც უკვე 600-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. პირველ ეტაპზე ქუთაისის ფილიალში 100 კაცი დასაქმდება, ხოლო კომპანიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე 500-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. კომპანიის სამომავლო გეგმები სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვის. მაჟორელმა ქართული ბიზნესის განვითარებისთვის, საქართველოში რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა.

მსგავსი სტატიები