სიახლე 

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა საჯარო ლექცია გამართა 03 04 19


ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის რექტორის, ფილოსოფიის დოქტორის, პროფესორის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის საჯარო ლექცია გაიმართა. მოხსენების მთავარი თემა, რომელზეც მეუფე გრიგოლმა ისაუბრა იყო, „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მეოცე და ოცდამეერთე XX და XXI საუკუნეების მიჯნაზე“. მან აღნიშნა, რომ ეს პერიოდი მართლმადიდებლური ეკლესიისათვის და სახელმწიფოებრივი ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი სიახლეების ეპოქაა. უნივერსიტეტში განაცხადეს, რომ სამეცნიერო აქტივობებთან ერთად, რომელსაც მუდმივად ახორციელებენ, ამ ტიპის შეხვედრები აუცილებელია საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. საჯარო ლექციას ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები და უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები