სიახლე 

ფოთელი ბავშვების წარმატება 02 04 19


ფონდი „ქველმოქმედი-2015“-ისა და სტუდია „ბუმის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ფოთის ბავშვთა ცენტრის ბენეფიციარებმა სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ფესტივალზე მიიღეს მონაწილეობა და საპრიზო ადგილები დაიკავეს. ფესტივალი სახელწოდებით „საქართველოს თასი 2019” ზუგდიდში გაიმართა, სადაც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან ჩამოსული მოცეკვავეები წარსდგნენ. აღსანიშნავია, რომ ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარებმა, შარშან ბათუმში, სამეჯლისო ცეკვების ფესტივალზეც წარმატებას მიაღწიეს და პირველი, მეორე ადგილები დაიკავეს. ისინი სტუდია „ბუმში“ქალბატონ ნინო დოლიძეს ხელმძღვანელობით, დაახლოებით ერთი წელია, სრულიად უანგაროდ ეუფლებიან სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ხელოვნებას. პროეტის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, მსგავსი სახის აქტივობა ყოველწლიურ სახეს მიიღებს.

მსგავსი სტატიები