სიახლე 

ფოთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ფოთში, საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა’’ ფარგლებში შექმნილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია. ღონისძიების მიზანი იყო ქ. ფოთში ჰაბის ცნობადობის გაზრდა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტური დიალოგის დაწყება. პრეზენტაციას დაესწრნენ ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიის, თვითმართველობის, ბიზნესის წარმომადგენლები, ახალგაზრდები და სამოქალაქო ლიდერები. შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოება გაეცნო ჰაბის როლსა და ფუნქციას პროექტის სამომავლო გეგმებს და იმ სავარაუდო სარგებელს, რომელსაც მიიღებს რეგიონის სამოქალაქო საზოგადოება, ასევე წარდგენილი იქნა ‘’დროის ბანკის’’ კომპონენტი. პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში მოხდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ ჰაბისა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის ფორმების განხილვა, რომელიც შეიმუშავეს ზუგდიდში 2017 წლის 6 დეკემბერს ჩატარებული ჰაბის პრეზენტაციის მონაწილეებმა. ღონისძიება ორგანიზებული იყო ასოციაცია ‘’ ათინათის’’ მიერ, ‘’ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის’’ პროექტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. პროექტის ფარგლებში, რომლის საერთო ბიუჯეტია 5.07 მლნ ევრო (აქედან ევროკავშირის კონტრიბუცია 3.8 მლნ ევროა), განხორციელდება სხვადასხვა სახის 110-ზე მეტი აქტივობა და გადაიცემა 80-მდე გრანტი, ჯამში 720 ათასი ევროს ღირებულების, სულ მცირე 2500 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადანაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. მასში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი.

მსგავსი სტატიები