სიახლე 

ფოთში ხელნაკეთი ნივთების შემსწავლელი უფასო კურსები ფუნქციონირებს 03 04 19


ფოთში, ფონდი „ქველმოქედი 2015″–ის ინიციატივით და „არტ–გალერეა 34–ის” მხარდაჭერით, ფრანგული ქარგვის ე.წ. კანვის, ხატვისა და ხელნაკეთი ნივთების შემსწავლელი უფასო სასწავლო ცენტრი ფუნქციონირებს. პროექტი სოციალურად დაუცველებისთვისაა გათვლილი, თუმცა ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, სასწავლო ცენტრს ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიმართოს, სადაც ვორქშოპებსა და მასტერკლასებს ოთხი მოხალისე პედაგოგი, სრულიად უანგაროდ ჩაუტარებს. საქველმოქმედო, სასწავლო ცენტრი, ერთი თვეა რაც გაიხსნა და მოსწავლეებმა ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ ორიგინალური ნამუშევრები შექმნეს. ამჯერად ისინი გამოფენა-გაყიდვისთვის ემზადებიან, რომელიც ბზობის დღესასწაულზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ „ქველმოქედი 2015″–მა დაარსებიდან 10-ზე მეტი სოციალური პროექტი განახორციელა.

მსგავსი სტატიები