სიახლე 

ფოთის იუსტიციის სახლში ახალი აქცია დაიწყო 04 04 19


საარჩევნო სიების სრულყოფის მიზნით, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საქართველოს მოქალაქეებისთვის 1 აპრილიდან ამოქმედდა, ელექტრონული პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის უფასოდ გაცემის აქცია, რომელიც ერთი თვის განმავლობაში, 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის მიღებისას, მოქალაქეები ასევე გათავისუფლდებიან ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისგან.

ბოლო აქციით, რომელიც 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა, 93 620-მა მოქალაქემ ისარგებლა და ძველი დოკუმენტი ახალი ელექტრონული მოწმობით შეცვალა. დღევანდელი მონაცემებით, აქტიურ, უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) პირადობის მოწმობას 400 000-მდე მოქალაქე ფლობს.

მსგავსი სტატიები