სიახლე 

ფოთის საკრებულოს მე-9 რიგგარეშე სხდომა 16 04 19


ფოთში, სააღმზრდელო დაწესებულებების დარაჯების შრომითი ანაზღაურება 40 ლარით გაიზრდება. ეს გადაწყვეტილება საკრებულოს წევრებმა მე-9 რიგგარეშე სხდომაზე ერთხმად მიიღეს. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან, ოპოზიციის უკმაყოფილება ორმა საკითხმა გამოიწვია. მათი განცხადებით, ქალაქში არსებული ინტერნეტ გაყვანილობა საერთაშორისო სტანდარტებს არ პასუხობს. ოპოზიციამ ასევე, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ფინანსისტთა ასოციაციაში, ფოთის მერიის გაწევრიანება გააპროტესტა. „ნაციონალების“ მტკიცებით აღნიშნული აქტივობა, რომელსაც მათი თქმით ქალაქისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს, ბიუჯეტს საკმაოდ სოლიდური თანხა უჯდება. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ თორნიკე კირთაძემ, ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა, მისი განმარტებით,ფინანსისტთა ასოციაცია, საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

მსგავსი სტატიები