სიახლე 

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე აცივდება 16 04 19


დღეიდან ფოთისა და ყულევის სანაპიროზე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ცნობით, 19 აპრილის ჩათვლით მოსალოდნელია წვიმა, და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარი.

17 აპრილს სამხრეთ დასავლეთის ქარი დაქროლავს 15-18მ/წმ სიჩქარით. სინოპტიკოსები ზღვაზე 4-5 ბალიან ღელვას ელოდებიან. ასევე დაფიქსირდება მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა. ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა და დღისით: +9° +11°; ხოლო ღამით კი + 8° + 10° დაფიქსირდება.

18 აპრილს ასევე მოსალოდნელია სამხრეთ-დასავლეთის ქარი, რომელიც 5-10 მ/წმ სიჩქარით დაქროლავს. ზღვის ღელვა 3-4 ბალი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მოღრუბლული უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9° +11°, ხოლო ღამით +8° +10° იქნება. 19 აპრილს სინოპტიკოსების ცნობით სამხრეთ დასავლეთის ქარი 5-12 მ/წმ სიჩქარით დაქროლავს. ზღვაზე მოსალოდნელია 3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელია მოღრუბლულობა და ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10° +12°, ხოლო ღამით +9° +11° დაფიქსირდება.

მსგავსი სტატიები