სიახლე 

ფონდ „ბილივის“ საბინაო მხარდაჭერის კამპანია

ფონდ „ბილივის“ საბინაო მხარდაჭერის კამპანია 2 წელია წარმატებით მიმდინარეობს. ამ კამპანიის ძირითადი მიზნებია: სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცენტრების ფუნქციონირების ხელშეწყობა და ადაპტირებული გარემოს შექმნა. საბინაო მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში “ბილივმა“ 40 ზე მეტ სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის ოჯახს გადასცა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და სხვადასვა საოჯახო ნივთი. ასევე, განსაკუთრებით მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში საცხოვრებელი პირობების მქონე 6 ოჯახის საცხოვრებელ ფართს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში ქ. ფოთში მცხოვრები კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი სულ 120-მდე ბენეფიციარი დაკმაყოფილდა პირველადი საყოფაცხოვრებო საჭიროებით.

მსგავსი სტატიები