\\. 5 თებერვალი, 2018
კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ ასოციაცია „ათინათთან“ ერთად პროექტი სახელწოდებით “ახალგაზრდა ვიზიტორები“ განახორციელა. პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდების სამოქალაქო და მოხალისეობრივი გაძლიერება, მათი ინფორმირებულობის გაზრდა, მომავალი თანამშრომლობის, კომუნიკაციისა და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება. პროექტის ფარგლებში, 3 თებერვალს ფოთს ზუგდიდელი ახალგაზრდები ესტუმრნენ. მათ ადგილობრივ ბავშვებთან ერთად ფოთის პორტი დაათვალიერეს, მიიღეს ინფორმაცია ნავსადგურის ფუნქციონირებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. ასევე, ახალგაზრდებმა კოლხეთის ეროვნული პარკი დაათვალიერეს. შეხვერდაზე კოლხეთის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნებასა და ტურისტული მარშრუტების შესახებ ისაუბრეს. „ახალგაზრდა ვიზიტორების“ ფარგლებში შეხვედრა ზუგდიდში 20 იანვარს გაიმართა. ახალგაზრდებმა მონაწილეობა გაცნობით-ჯგუფურ აქტივობებში მიიღეს. ესტუმრნენ დადიანების მუზეუმს და რობერტ აბსანძის თიხის სახელოსნოს, სადაც თიხისაგან ლარნაკები და სუვენირები დაამზადეს. ასევე დაეუფლნენ მარციპანის დამუშავების ხელოვნებას. პროექტში სულ 40 ახალგაზრდა ღებულობდა მონაწილეობას.