სიახლე 

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ნიუ იორკის სემინარიასთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა 03 05 19


ახალი საქართველოს უნივერსიტეტსა და ნიუ იორკის წმ. ვლადიმერის სახელობის მართმადიდებლურ – თეოლოგიურ სემინარიას შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა და ნიუ იორკის წმ. ვლადიმერის სახელობის სემინარიის პრეზიდენტმა, დეკანოზმა ჩად ჰეტფილდმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

დოკუმენტის საგანს აკადემიური თანამშრომლობა წარმოადგენს, რომელიც ერთობლივ კვლევას და საგანმანათლებლო საქმიანობას მოიცავს. ორივე მხარეს შესაძლებლობა ექნება, თავისი ინტერესის სფეროს მიხედვით დააფინანსოს ერთობლივი კვლევითი პროექტები. ასევე, განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის მოხდება გაცვლითი პროგრამების განხორციელება.

ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, სასულიერო პირებმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს.

ახალი საქართველოს უნივერსიტეტი მეოთხე ინსტიტუციაა, რომელთანაც ნიუ იორკის წმ. ვლადიმერის სემინარია თანამშრომლობს.

მსგავსი სტატიები