სიახლე 

ლადო აფხაზავა ფოთელ მოსწავლეებს შეხვდა 02 05 19


2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალისტი, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი – ლადო აფხაზავა ფოთელ მოსწავლეებს შეხვდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების და ინტეგრაციის ცენტრის“ აღსაზრდელებს მან გაკვეთილი ჩაუტარა და მათთან ერთად სახალისო შემეცნებით აქტივობებში ჩაერთო.

„სამოქალაქო განვითარების და ინტეგრაციის ცენტრი“ 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ცენტრის მიერ განხორციელებულ სახვადახვა პროექტში 3 ათასამდე ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სტატიები